Monthly Archives: August 2010
გაყალბებული ისტორია
ქართველები ძალიან ვამაყობთ ჩვენი უმდიდრესი ტრადიციებით და კულტურული მემკვიდერობებით, განსაკუთრებით კი იმით რომ, საქართველო ღვინისა & ვაზის სამშობლოა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ღვინის სმის კულტურის შესახებ, შესაძლებელია ეს კომუნიზმის ნეო-ტრადიციონალისტური პოლიტიკის ბრალიც იყოს, ვინაიდან 70 წლის განმვალობაში გატარდა უამრავი კარგი თუ ცუდი რეფორმა, გაიფილტრა და გადაფასდა ბევრი ეროვნული ფასეულობა და ძალით დამკვიდრდა ჩვენში, Continue reading
რამდენად სამართლიანია ”დედა ეკლესიის” და ჩვენი თანამოქალაქეების ასეთი დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიის მიმდევართათვის?! როცა აჭარელ მუსლიმებს არ მიიჩნევენ ქართველად და მოიხსენიებენ როგორც “თათარს” ანდა როდესაც ქართველ კათოლიკებს მოიხსენიებენ “ფრანგებად”. რამდენად სამართლიანია იერუსალიმში წმ. ჯვრის მონასტრის, ბერძნების მიერ წართმევის ფაქტის გაპროსტება როდესაც საკუთარ სამშობლოში ქართველ კათოლიკებს ართმევენ ისტორიულად მათ ტაძრებს?! (უდის, გორის, ქუთაისი, ბათუმის, ივლიტის ეკლესიები) ასვე მოძმე ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ართმევენ თბილისის ცენტრში არსებულ ტაძრებსა თუ სამლოცველო სახლებს, შეიძლება კი, ყველაფერ ამის მერე ჩვენს ქართველებს გვეწოდოს ტოლერანტული ერი ?!