” ნეოკატეხუმენალური გზა”
ეს “გზა” ჩამოყალიბდა ვატიკანის მეორე კრების შემდეგ (1962-1965). ეს არის კრება რომელიც არის ერთგვარი პასუხი რომის კათოლიკური ეკლესიისა, სეკულარული საზოგადოების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ “ნეოკატეხუმენალური გზის“ დამაარსებლად გვევლინებიან ესპანელი საეორო პირები; მხატვარი კიკო არგუელო (Kiko Argüello) და კარმენ ჰერნანდესი (Carmen Hernandez), რომლებმაც 1964 წელს მადრიდის გარეუბანში შექმნეს ეს მოძრაობა. კიკო მუშაობდა სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად, დღესდღეობით კი, იგი წერს ხატებს/ტილოებს ამ მოძრაობისთვის. ერთერთი მთავარი კატეხისტია. კარმენი მუშაობდა “გზას-აცდენილი” გოგონების სარეაბილიტაციო ცენტრში. თავისი არსით ეს “გზა” მიზნად ისახავს უკვე ზრდასრული ადამიანების ფორმაციას და სულიერ ზრდას ქრისტიანულ რწმენაში. ეს გზა გულისხმობს იმ მორწმუნეების უკან დაბრუნებას რომლებიც გამოყვნენ “სამწყსოს” ანდა ახალი მორწმუნეების შეძენას. ეს მიმდინარეობა ზუსტად ასახავს პირველი ქრისტიანების მისიონერულ სულისკვეთებას.


