Monthly Archives: May 2011

ძალაუფლების წყარო.

ფრაუ გებელსი – საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გაწიროს საკუთარი მიზნებისთვისთვის და ხედვებისთვის მისი ნაშობი შვილი ან სხვა ღირებული და ფასეული ქმნილება.

საუბედუროდ ადამიანებს გვახასიათებს ძალაუფლების სიყვარული, აქ გამორჩეული არავინაა. ყველაზე ლმობიერი და სათნო არსებაც კი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ “მონსტრად” გვევლინება. რიგ შემთხვევაში ეს “მონსტრი” ნაკლებად მავნეა გარშემომყოფთათვის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ის არა თუ მავნე არამედ დიდი ზიანის მომტანია, რთულია როდესაც ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შემდეგ, ესეთი ადამიანი ხელში იდგდებს ძალაუფლების წყაროს.

  • მძიმე და რთული ბავშვობა გამოვლილი.
  • სტუდენტობაში ჩაგრული ადამიანი.
  • სექსუალურად არარეალიზებული და წარუმატებელი ადამიანი. Continue reading

IDAHO-ს დღე თბილისში.

 

IDAHO (ინგ. The International Day Against Homophobia)

ეს დღეებია, სსხვადასხვა სოციალურ ქსელში სოლიდარობის ნიშნად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აყენებდა თავისი პროფილის ავატარზე ამ ვარდისფერ სამკუთხედს, რომლის შუაგულშიც ძახილის ნიშანია განთავსებული.

ეს სამკუთხედი არის ჰომოფობიასთან & ტრანსფობიასთან ბრძოლის სიმბოლო. 17 მაისი, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან & ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. Continue reading

"Coming Out" დაძლევს ჰომოფობიას (!)

პოსტი დაიწერა სოლიტერის ბლოგისთვის http://solitme.wordpress.com/2011/05/16/coming-out/

ჰომოფობია ქართულ რეალობაში – რაოდენ რთულია საქართველოში იყო ლგბტ პირი  და ცხოვრობდე ღირსეული ცხოვრებით?
ჰომოფობია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ისეთი განვითარებული ქვეყნები როგორიც ამერიკა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, მათაც აწუხებს ჰომოფობიის პრობლემა და საზოგადოება საკმაოდ რადიკალურად არის განწყობილი. Continue reading

გააჩნია რამდენს გადამიხდი?!

(ნაწილი I) 

საქართველოში (და არა მარტო) ნორმად და ტრადიციად აღიქმება მამების/ბიძების ან უფროსი ძმების მიერ პატარა ბიჭუნების ბორდელებში წაყვანა და “დავაჟკაცება”, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არავინ არ უკვირდება თუ, რამხელა ზიანს აყენებს მსგავსი ქმედება პატარა ბიჭის ფსიქიკას. ამ “დავაჟკაცების” ფენომენზე თუ ტრადიციაზე ისედაც საკმაოდ ბევრი დაიწერა და დაიწერება, ხოდა მეც თავს არ შეგაწყენთ ამის კრიტიკა/ქილიკით, მინდა პროსტიტუციიაზე მცირედი ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ ხოლო ამის შემდეგ კი, საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებულ “ახალ ხილზე” ვილაპარაკო. Continue reading