დოკუმენტური ფილმი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს, ძალიან მნიშვნელოანია ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად, რადგანაც თითქმის მივიწყებას ეძლევა ის მოვლენები, რაც ამ ფილმში ცოცხლდება და მნიშვნელოვანია ეს ფაქტები შთამომავლობას გადაეცეს, სწორედ ისეთი სახით როგორიც სინამდვილეში იყო და არა შეთითხნილი ისტორიით. აქვე გთავაზობთ ამ დოკუმენტური ფილმის თრეილერს.
გასული საუკუნის 20იან წლებში კომუნისტური რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ომს უცხადებს სამღვდელოებას და ბურჟუაზიას, ანუ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც განათლება მიიღო და უზრუნელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთის მხრივ რეპრესიები ეხება ფუფუნებაში მცხოვრებ მოქალაქეებს და მეორეს მხრივ სამღვდელო დასს. მაგრამ განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეოდა სამღვდელოების მიმართ, რადგანაც მღვდლებს უსწორდებოდნენ სასჯელის უმაღლესი ზომით – დახვრეტით, ხოლო ბურჟუების დიდ ნაწილს კი გადასახლებით ციმბირში ან სხვა რომელის კომუნისტური რეპრესიის ბანაკში – “გაციმბირება”
ბურჟუაზიის გაჟლეტვა “გასაგებია”, კომუნისტების იდეოლოგია თანასწორობის პრინციპიდან მომდინარეობდა და რადგანაც მდიდრები თავისით არ თმობდნენ სიმდიდრეს მათ ძალით ართმევდნენ და ხშირად გადასახლებაში მთავრდებოდა მათი სიცოცხლე.
მაგრამ რატომ სამღვდელოება? აქ ორი მიზეზია: პირველი – ისინი განათლებულები იყვნენ და საფრთხეს წარმოადგენდნენ ახლადჩამოყალიბებული სისტემისთვის, გარდა განათლებისა ისინი არ და ვერ თმობდნენ იმ პრივილეგიებს რაც მეფის დროიდან მოყოლებული ჰქონდათ მინიჭებული, და ხშრად ქადაგების დროს ანტიკომუნისტურ რეპლიკებით გამოდიოდნენ. მეორე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინდელი სოციალური პირობები, გლეხები და მუშათა კლასი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ხოლო სამღვდელობა შეიძლება ითქვას “ჩაქონილი” და კორუმპირებული გახლდათ.
ეკლესიები სავსე იყო სიმდიდრით, მღვდელბის უზრუნველი ცხოვრება მოსვენებას უკარგავდა რიგირთ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად პურის ფულიც კი არ ჰქონდათ. სწორედ ამ სოციალურმა უთანასწორობამ გამოიწვია აგრესიის და პროტესტის ტალღა, რასაც ბევრი მღვდელი შეეწირა. აგრესიის მიზანი პირველ რიგში, მაღალი იერარქიის სამღვდელობა იყო, ანუ ისინი ვინც განსაკუთრებით დიდძალი სიმდიდრით და პრივილეგიებით ცხოვრობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არც ისე რთულია წარმოვიდგინოთ თუ რას გრძნობდა ხალხი კლერიკალების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერმა უკიდურესი ფორმა მიიღო და დამანგრეველ მოძრაობაში გადავიდა.
გარდა იმისა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა შეეწირა ამ მოძრაობას, რადიკალიზმში გადაზრდილმა “უღმრთოთა კავშირმა” გაანადგურა და მოსპო დიდი რაოდენობით ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ეკლესიებს ანგრევდნენ, ზარებს ადნობდნენ და გუმბათეიდან ჯვრებს აგდებდნენ ხოლო არსებულ შენობებს აბანოებად, კლუბებად ან ბეღელებად იყენებდნენ. სამღვდელოების რიტუალურ ქონებას კი უბრალოდ კონფისკაცია უტარდებოდა და ბარდებოდა სახელმწიფოს. ეს ის არასრული ჩამონათვალია რაც ხდებოდა კომუნისტური რეჟიმის დამაყრების პირველ წლებში ეკლესიის და კონკრეტულალად მართმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. აღსანიშავია ის ფაქტიც რომ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებსაც არ წყალობდნენ და მათ რიტუალური დანიშნულების ნაგებობებს ხურავდნენ ან ანგრევდნენ.
კომუნისტურმა რეჟიმმა სცადა სულიერებისთვის მუსრის გავლება, რასაც უამრავი უდანაშაულო მღვდლის სიციცხლე შეიწირა, თამამად შეგვიძლია ამ ჟლეტვას კლეროციდი ვუწოდოთ, რადგანაც საბოლოო ჯამში საქართველოში და კერძოდ თბილისში მხოლოდ 25 მოქმედი სასულიერო პირი დარჩა, შეიძლება ითქვას კომუნისტებმა ნაწილობრივ, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწიეს.
პ.ს. არ მესმის იმ ადამიანების ვინც ამართლებს საბჭოთა ხელისუფლებას და სინანულით იგონებს იმ დრო და მის დაბრუნებაზე ოცნებობს … კი მართალია კომუნისტებმა ბევრი კარგი რამ ქნეს სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბება და განვითარებისთვის, მარამ ამას წინ უძღვოდა საშინელი რპრესიები. კომუნიზმის დბრუნებაზე ოცნება ეს ისეთივე მარაზმია როგორც ნაცისტური რეჟიმის აღდგენის ოცნება გერმანიაში.


“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინდელი სოციალური პირობები, გლეხები და მუშათა კლასი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ხოლო სამღვდელობა შეიძლება ითქვას “ჩაქონილი” და კორუმპირებული გახლდათ” – ახლაც ესეა , საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდ და სასულიერო პირები დადიან ძვირადღირებული მანქანებით , ცხოვრობენ მდიდრულ სახლებში , ფუფუნებაში და არც კი ფიქრობენ უბრალო ადამიანებზე
“რიგირთ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად პურის ფულიც კი არ ჰქონდათ.” – ახლა რა , სხვანაირად არის ? იგივე სიტუაციაა , საზოგადოების ერთი , პირივილეგირებული ნაწილი არ უნდა ცხოვრობდეს სხვაზე უკეთესად იმის გამო რომ რაღაც სტატუსი აქვს , 25 მილიონით არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად როცა ქვეყანა ასეთი გაჭირვებულია და საზოგადოების უმრავლესობას საარსებო პირობები არა აქვს ,
მთავრობა და ეკლესია (ადრე იყო მეფე და ეკლესია) ყოველთვის ერთად და შეხმატკბილებულად ძარცვავდა და ყვლეფდა უბრალო ადამიანებს მათ ხარჯზე ცხოვრობდა , გაზულუქებული ჩინოვნიკები ან სასულიერო პირები , რა თქმა უნდა იყვნენ , მათ შორისაც ნორმალური ადამიანები ისევე როგორც ახლა არიან მაგრამ ცოტა , და საერთო ჯამში ისინი არიან ტვირთი და ცხოვრობენ უბრალო , მშიერი ადამიანების ხარჯზე .
p.s. გეთანხმები ასეთი რადიკალიზმი სისულელეა რაც კომუნისტური რეჟიმის დროს იყო , არც კომუნიზმის დაბრუნებაზე ვოცნებობ
ჯერ ერთი სოციალიზმი იყო და არა კომუნიზმი , კომუნიზმი უტოპიაა
ვერ დაგეთანხმები
სოციალიზმი არ იყო ის სიმახინჯე რაც ხდებოდა, ძალიან შორს იყო ის ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა მარქსის ან სხვა რომელიმე სოცილისტი მოაზროვნის იდეალისგან
შესაბამისად დამახინჯდა და მივიღეთ ასეთი სახით რასაც შემდგომ კომუნიზმი ვუწოდეთ
პ.ს. 25 მილიონი არა, 30 მილიონია რეალურად
და როგორც ეკლესია განმარტავს, ის არის, იმ ზიანის ანაზღაურება რა ზიანიც “სოციალისტური” რეჟიმის დროს მიადგა ეკლესიას.