მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ფეისბუქის მეგორებს, მეზობლებსა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინახავს და ამ პოსტს წაიკითხავს.
17 მაისის დღეს გამოსვლა და ჰომოფობიის გაპროტესტება ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ გვსურს ვიყოთ თანასწორუფლებიანები, ვიცხოვროთ სამართლიან და იურიდიულად ჯანსაღ გარემოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვუარყოფთ ადამიანების ჩაგვრას და მათზე ძალადობას. არ აქვს მნიშვნელობა ჰომოსექსუალია, რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობაა, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის მოთხოვნა, ასევე სოლიდარობის გამოხატვა ყველა მოქალაქის ვალია. Continue reading




