Tag Archives: მასმედია

by default 2012-04-25 at 9.29.24 AM

პროპაგანდა

პოსტს ვუძღვნი უფლება დამცველებს: ნანა კაკაბაძეს, გელა ნიკოლაიშვილსა და ლალი აფციაურს. აგრეთვე “ჟურნალისტს” ნოდარ მელაძეს. რომ არა მათი მხრიდან ლგბტ ადამიანების საჯარო მხილება “პროპაგანდაში” და ჰომოფობიური განცხადებები, ალბათ ამ პოსტის შთაგონებაც არ მეწვეოდა. ჩამოთვლილი ადამიანებიდან ჯერ ვერავინ ვერ წარმოადგინა ჩამოყალიბებული და დალაგებული აზრი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ორიენტაციის პროპაგანდას. შევეცდები მოკლედ და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ავხსნა ჩემი მათდამი სათქმელი.

ვინ მოგწონს – გოგო თუ ბიჭი, მოქმედებს არა ის რასაც თქვენ ეძახით “ჰომოსექსუალობის პროპაგანდას” არამედ ის, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი და ვთვლით თუ არა მას ჩვენთვის მისაღებად და სიმპატიურად. გვაქვს თუ არა მასთან საერთო ინტერესები. მოგვწონს თუ არა მისი გვერდით ყოფნა და მისით ტკბობა. განვიცდით თუ არა შფოთვას და კომფორტს მისი არსებობით. მოგვწონს თუ არა მასზე ზრუნვა. თუ გიყვარს ან მოგწონს შენივე სქესის წარმომადგენელი, ნიშნავს იმას, რომ შენი შინაგანი ფაქტორები, რომლებიც აყალიბებენ შენს სექსუალურ გემოვნებას ორიენტირებულია შენივე სქესზე. Continue reading