მიმღებელი სოფელი და მიუღებელი ქალაქი

“პიროვნების ბედნიერება საზოგადოების გარეშე ისევე უფერულია, როგორც მიწიდან ამოგდებული და რიყეზე მიგდებული მცენარის ცხოვრება.”
/ლევ ტოლსტოი/

სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა, როდესაც საბის დაკრძალვის პროცესიას მივუყვებოდი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი და ნელი ნაბიჯით ბოლო გზაზე მიაცილებდა მათ “უცნაურ” თანასოფლელს. საოცარი, აქამდე არგანცდილი გრძნობა დამეუფლა, როდესაც მანქანებისა და ადამიანებისგან შემდგარ დიდ კოლონას მივუყვებოდი. თანაც მიხაროდა და თანაც ვწუხდი. Continue reading

რატომ უნდა სძულდეს ქრისტიანს სსრკ?

რატომ უნდა სძულდეს ქრისტიანს სსრკ?

1658011როგორც ყოველთვის, დიდი ზარზეიმით აღინიშნა 9 მაისი, ანუ ეს დღე “ფაშისტურ გერმანიაზედ” გამარჯვების დღეა და  სოც.ქსელში გადავაწყდი რამდენიმე ახალგზარდას “პოლემიკას” იმაზე თუ რა სარგებლობა მოუტანა სსრკ-მ საქართველოსა და ზოგადად საქრისტიანოს (კონკრეტულად კი მართლმადიდებლობას). ერთი უმტკიცებდა მეორეს, რომ სტალინი დიდი ბელადი იყო და პატრიოტიც კი (?) მეორე კი ამტკიცებდა, რომ ცუდი ძია იყო სტალინი-ო, თუმცა ხანდახან მსხვერპლია საჭირო მიზნის მისაღწევად-ო.

ამ თემაზე ბევრი თქმულა და მეტიც დაწერილა, თუმცა მაინც ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სტალინს ბრძენ ადამიანს უწოდებს და პატივისცემასაც კი გამოხატავენ მის მიმართ, მავანი კი მისი წმინდანად კანონიზაცისაც მოითხოვს 🙂 (სტალინის გაწმინდანებას). რომ შევეშვათ იმ მსხვერპლთა რიცხვს, რომელიც 1921 წლიდან მოყოლებული 70 წლის მანძილზე იმსხვერპლა ამ რეჟიმმა და სხვა, უფრო ლოგიკური მაგალითებითა და გააზრებით შევხედოთ სსრკ-ს სისტემას, ხოლო ამის შემდეგ მაინტერესებს კიდევ თუ ვინმე იქნება, ვინც სტალინსა და ზოგადად კპ-ს გონივრულსა და ჰუმანურს უწოდებს. რამდენიმე პუნქტში შევეცდები ქრისტაინის პოზიციიდან დაგანახოთ ის თუ რატომ არის პათოლოგია კომუნისტური პარტიისა და მისი ლიდერების ქება-დიდება 😉 Continue reading

[უ]თანასწორობა

[უ]თანასწორობა

disability-logoამ რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავი ერთ-ერთ სწრაფი კვების რესტორანში, რომელიც ხალხით გადავსებული დამხვდა და სასიამოვნოდ გავოცდი, შეიძლება ითქვას, რომ გამიხარდა კიდეც რომ ამდენ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა გამოიკვებოს, ვითომდა იაფიან ობიექტში. მაგრამ ამაზე სულაც არ მინდა ამ პოსტი დაწერა, იმ დროს, ორდესაც მეგობრებთან ერთად განვიხილავდით ამაქვეყნის საჭირობოროტო საკითხებს, გამოჩნდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა ბიჯი, რომელიც საკმაოდ ლაღი და ენერგიული ჩანდა და გარშემომყოფებთან კონტაქტურიც იყო. არა, არ იფიქროთ რომ ამან გამაკვირვა, სხვა რამ გამაკვირდა, რომელიც ნორმალური ქვეყნის მოქალაქისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი.  გამიკვირდა ის, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გაადგილდებოდა და ზუსტად ისევევ იღებდა გარემოსგან სიამოვნებას როგორც მე. ანუ, გარემო იმდენად ადაპტირებული იყო ეტლიანი ადამიანისთვის რომ ჩემსა და მას შორის სხვაობა, მხოლოდ ჩემი სტერეოტიპული აზროვნება იყო. წამით გული სიბრალულით ამევსო და გუნებაც ამემღვრა, მაგრამ ამ ბიჭის ენერგიულობამ და ღიმილმა უცბად გამომისწორა ხასიათი. გული სიბრალულით იმიტომ კი არ ამევსო რომ “ვაიმე დედა ეტლში ზის ეს საწყალი ბიჭი” , არა, არამედ იმიტომ რომ გავაცნობიერე რამდენი ჩვენი მოქალაქეა ასეთ მდგომარეობაში და ჩვენ მხოლოდ ერთეულებს ვხედავთ ქუჩაში, ანუ, იმ ერთეულებს, რომლებიც ახერხებენ და უმძიმესი სტიგმის მიუხედავად, მაინც გამოდიან ქუჩაში და ყველაფრის მიუხედავათ ცდილობენ მიიღონ და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც ჩვენ, ყველა დანარჩენს გვაქვს. სმენადაკარგული, უსინათლო, სხვადსხვა კიდურის არ მქონე ეს იმ ადამიანების მწირი ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში უჩინარი მოქალაქეები არიან. Continue reading

“ექსპრეს დემოკრატიის” შედეგები

“ექსპრეს დემოკრატიის” შედეგები

Photo by DM Shubladze

სამწუხაროა, მაგრამ  ბოლო წლებია სამოქალაქო საზოგადოება პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის. იმ დროს, როდესაც განვითარებული მსოფლიო ერთხმად მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და მათ მტკიცე დაცვას, საქართველოში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ლგბტ მოქალაქეების უფლებებს, არამედ საზოგადოების სხვა ჯგუფებს, რომელტა უფლებებიც მუდმივად ილახება და, სახელმწიფო მხოლოდ მაყურებლისა და ზედამხედველის როლში გამოდის. Continue reading

რამდენიმე რატომ…

რამდენიმე რატომ…

people-powerლამისაა ოქტომბრის “რ-ევოლუციის” წლისთავი ვიზეიმოთ, თუმცა კითხვები იმაზე მეტია ვიდრე პასუხები. კითხვები არა იმაზე თუ როგორ გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდება ქვეყნის წინსვლა, გახმაურებული საქმეების გამოძიება, “რეჟიმის გასამართლება”, “სამართლიანობის აღდგენა” და სხვა უამრავი დაპირების ასრულება. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, აგერ უკვე 10 თვეა მმართველი გუნდი ისე გამოიყურება, როგორც მაღალ ხეზე  ამძვრალი ადამიანი, რომელიც უკან ვერაფრით ჩამოდის. სამწუხაროდ მთელი ეს თვეები ერთსადაიმავეს ვისმენთ, “ნაც.მოძრაობა” ცუდია, კრიმინალია და ის უნდა გასამართლდეს. კარგი ბატონო გასაგებია ყველაფერი. მაგრამ, იყავით უფრო ქმედითები და ვინც კრიმინალია ის აუცილებლად დაიჭირეთ, ოღონდაც დაჭერას არ ვგულისხმობ საკანში გამოკეტვას, ან დაჭერის შემდეგ, უმალ გარიგებით გამოშვებას. კეთილი ინებოს პროკურატურამ და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა! გამოიძიოს, დადოს მტკიცებულებები.

ძალიან საინტერესო იქნება ამ კითხვებზე ბატონი პრემიერის პასუხები (!) Continue reading

ვისი დაბადების დღეა 25 დეკემბერს?

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ერთ კარგ მეგობარს ვეკამათებოდი ქრისტეშობის თარიღის რაობაზე,  მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით დავარწმუნე, რომ მიზეზი კალენდარული სხვაობა და სხვადასხვა რელიგიებიდან ლიტურგიული პლაგიატი იყო. დავწერ აქ, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს 🙂

ლამის მთელი საქრისტიანო 25 დეკემბერს აღნიშნავს ქრისტეშობას, თუმცა რამდენიმე ქვეყანა, (მათ შორის საქართველოც) ამ დღეს 7 იანვარს ზეიმობს.  ეს მცირე “გაუგებრობა” კალენდრების დამსახურებაა, მართალია მსოფლიო გადავიდა ახალ სტილზე, ანუ გრიგორისეულ კალენდარზე (რომის პაპ გრიგორის მიერ შემუშავდა ახალი კალენდარი, მან გაანულა და აღმოფხვრა ცდომილება, რომელიც იულიანესეულ კალენდარში 14 დღეს უდრიდა) რეალურად, ყველა სახემლწიფო უნდა აღნიშნავდეს შობას 7 იანვარს, თუმცა,  მაინც დარჩნენ ძველ სტილზე. შობის აღნიშვნა კი ისევ 25 დეკემბერს ხდება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საკრალური თარიღი 25 დეკემბერი? ამის გასაგებად ისტორიის მცირედით გადახედვა საკმარისია, რომ პასუხიც მივიღოთ. Continue reading

მომსახურების პრობლემა საქართველოში – მიმტანი

waiters-hand-with-tray-Download-Royalty-free-Vector-File-EPS-2754ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანი შეხვედრია ამ პრობლემას, ზოგადად საქართველოში მომსახურების სფეროში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ამ პოსტში მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო  მიმტანებზე და მათი მომსახურების პრობლემებზე.

შედიხართ რომელიმე კაფე/რესტორანში და გხვდებათ მოღუშული მიმტანი, რომლის დანახვაზეც ალბათ არასასიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდებათ და საკუთარ თავს ჰკითხავთ “ეგებ დავაშავე აქ, რომ შემოვედი?!” ან “ვალი მაქვს ამ მიმტანის?” აზრი რომელიც დაგებადებათ მრავალნაირი შეიძლება იყოს. Continue reading