ქართველი ჟორჟ სანდი – საფო მგელაძე

“მე მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება, შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი”.

საფო მგელაძე

საფო მგელაძე  დაიბადა 1894 წელს. იგი იყო პოეტი, ბელეტრისტი, XX საუკუნის 30-იანი წლების მღელვარე ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. იგი სამწერლო ასპარეზზე  გამოვიდა მაშინ , როდესაც მოღვაწეობდნენ : გალაკტიონი, ტიციანი,  პაოლო, გიორგი ლეონიძე , სიმონ ჩიქოვანი, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვ. ბევრ მათგანთან საფოს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ადვილი არ იყო  თვითდამკვიდრება სიტყვის ასეთი გამორჩეული ოსტატების გვერდით. მიუხედავად ამისა, საფო მგელაძეს მკითხველთა აღიარება და სიყვარული არასდროს მოჰკლებია .  საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი.მან მკითხველს დაუტოვა სამი რომანი: “ქარიშხლის ფრთებზე” , “გზა და გზა” და “ლიანა ლორდია“.

მალე „ლიანა ლორდია“ ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა, ხოლო  საფომ სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის” და ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის” სახელი  დაიმკვიდრა. „ლიანა ლორდის“ უბით ატარებდა ლადო ასათიანი და მასთან ერთად მთელი თაობა, როგორც ოცნებას არამიწიერს”…

მე მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება, შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი

საფო მგელაძე (1894- 1936) – პოეტი, ბელეტრისტი, XX საუკუნის 30-იანი წლების მღელვარე ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ქალი, რომლის “ლიანა ლორდიას” უბით ატარებდა ლადო ასათიანი და მასთან ერთად მთელი თაობა, “როგორც ოცნებას არამიწიერს”…

XX საუკუნე დიდი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების, ახალი იდეების, ახალი სახეების ეპოქაა, რომელსაც რევოლუციური სიახლეები შემოაქვს ლიტერატურასა და ხელოვნებაში . მშობლიურ მწერლობაში ეს გალაკტიონის, ტიციან ტაბიძის, პაოლოს, გიორგი ლეონიძის , სიმონ ჩიქოვანის, იოსებ გრიშაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვათა ხანაა. ბევრ მათგანთან საფოს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ადვილი არ იყო საკუთარი ნაწარმოებების შექმნა და თვითდამკვიდრება სიტყვის ასეთი გამორჩეული ოსტატების გვერდით. მიუხედავად ამისა, საფო მგელაძეს მკითხველთა აღიარება და სიყვარული არასდროს მოკლებია .

საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, შემდეგ კი ბელეტრისტიკაზე გადაინაცვლა, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია.

საფომ სამი საინტერესო რომანი დაუტოვა ქართველ მკითხველს ( “ლიანა ლორდია”, “ქარიშხლის ფრთებზე” და “გზა და გზა” )რომელთანაგან განსაკუთრებულყურადღებას იმსახურებს “ლიანა ლორდია”, რომელიც ახალგაზრდობის საყვარელ წიგნად იქცა. სწორედ ამ რომანმა დაუმკვიდრა მწერალ ქალს “სიყვარულის წიგნის საყვარელი ოსტატის” და ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის” სახელი .

ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა საფოს პოეზია. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია : “იებს ამბორიც გამოჰყვა თანა”, “მე მაშინ მოვალ”, “წარწერა ჭადრაკზე”, “მოკვდი და ისევ შემიყვარდები” და სხვა.

“საფო მგელაძემ საუკუნე გადალახა , ხოლო სული მისი უბერებელია, თანაც შორიდან უკეთ ჩანს ახლა მარტოოდენ “სიყვარულის წიგნის ოსტატი” რომ არ ყოფილა – საქართველოს სიყვარულმა აამღერა იგი და საქართველოს სიყვარულშივე ჩაიფერფლა” – წერენ მასზე თანამედროვენი.

მძაფრი მოქალაქეობრივი გულისტკივილი ისმის საფო მგელაძის ლექსებში : “დამოუკიდებელი საქართველო”, “აჭარა”, “ბაგრატის ტაძრის ნანგრევები”, “ჩემი ერი”, “თუში” და მრავალი სხვა.

საფოს ქართველ “ჟორჟ სანდს” უწოდებდნენ მისი თანამედროვენი .

ტრაგიკული იყო ბედი მწერლისა, რომლის ცხოვრება და მოვაწეობა კატაკლიზმებით აღსავსე გასული საუკუნის იმ სასტიკ 20-30-იან წლებს დაემთხვა. თავისი დამოკიდებულება იმ რეჟიმისადმი , რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მან ლადო ასატიანისადმი მიმართული საოცარი შინაგანი მღელვარებითა და დიდი ტკივილით დამუხტული შემდეგი სტრიქონებით გამოხატა : “ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს ? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს ღებულობს ? სად არის ხელოვანი ? საღათას ძილით სძინავს..თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა ? მე დავირალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი “გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი ” ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!”

“ჩემი ერი ამაყია და ის მონა არ გახდება ! თუ აქამდე არ მომკვდარა, მომავალშიც არ მოკვდება. მწამს მსოფლიო ასპარეზზე ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს და კვლავ ვნახავთ მკვდრეთით აღმდგარ, გამარჯვებულ საქართველოს ! ” – საჶო

ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა საფოს პოეზია. სიყვარულმა აამღერა იგი და საქართველოს სიყვარულშივე ჩაიფერფლა,“ – წერენ მასზე თანამედროვენი. მძაფრი მოქალაქეობრივი გულისტკივილი ისმის საფო მგელაძის ლექსებში : “დამოუკიდებელი საქართველო”, “აჭარა”, “ბაგრატის ტაძრის ნანგრევები”, “ჩემი ერი”, “თუში” და მრავალი სხვა.  საფოს ქართველ “ჟორჟ სანდს” უწოდებდნენ მისი თანამედროვენი.

პატრიოტმა მწერლმა თავისი დამოკიდებულება იმ რეჟიმისადმი , რომელშიც უხდებოდა ცხოვრება, მან ლადო ასათიანისადმი მიწერილ ბარათში გამოხატა :

“ეპოქის მარწუხი არავის ისე არ უჭერს ყელში, როგორც მწერალს. ის გვაძალებს ჩვენ თემებს და იდეებს. არ მიიღებ ? ისე გაგსრესს, როგორც ჭიას. ვინა ვარ მე დღეს ? ხელოსანი, რომელიც დაკვეთებს ღებულობს ? სად არის ხელოვანი ? საღათას ძილით სძინავს.თქვენ გგონიათ ადვილია ამგვარი მუშაობა ? მე დავიღალე. სამჯერ გადავაკეთე ჩემი “გზა და გზას” მესამე ნაწილი, რათა იგი მისაღები გამეხადა. მეც თვითონ ვირღვევი , ვმცირდები, ვწვრილმანდები. მე მწამდა ლოზუნგი ” ხელოვნება ხელოვნებისათვის” , მაგრამ შეიძლება ასეთი ლოზუნგის მატარებელმა მწერალმა დღეს იარსებოს?!” 

დიახ,  სწორედ საქართველოს სიყვარულში ჩაიფერფლა 42 წლის ამაყი საფო მგელაძე. იგი გარდაიცვალა 1936 წელს.

საფო მგელაძე იყო ქართველი მწერალი ქალბატონი..წერდა პროზასაც და ლექსებსაც. მისი რომანები “ქარიშხლის ფრთებზე”, “ლიანა ლორდია” უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მაშინ წიგნები ძნელად იშოვებოდა და ქალები მთელ რომანს გადაიწერდნენ ხოლმე და ასე ავრცელებდნენ რვეულებს..მისი პოპულარობა ქალებს შორის არაა გასაკვირი-საფოს ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად, ეს იმ დროს საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი იყო..

საფო მგელაძე მაინც ბედნიერი იყო. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იყო პოეტი, იყო ბელეტრისტი. ემსახურებოდა საქმეს, რომელიც თვით სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. აკი თავადაც ამბობდა : ” მე მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება , შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი”…

სამწუხაროა, რომ საფოს ძალიან ტრაგიკული ბედი ერგო. ცოლად მიათხოვეს საკმაოდ უფროსი ასაკის კაცს. 2 შვილი ჰყავდა (მისი ერთი შვილი-შუშანა მგელაძე საბავშვო პოეტი იყო). კოლექტივიზაციის შემდეგ მის ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი გურიაში და მშრალზე დატოვეს..ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. საფოს წიგნები ამ დროს უკვე ცნობილი იყო და ის მწერალთა კავშირის წევრადაც ითვლებოდა.

ცნობილია საფოს სიტყვები, რომელიც მან მწერალთა კავშირის სხდომაზე (რაც მაიაკოვსკის რომელიღაც იუბილეს ეძღვნებოდა, მაიაკოვსკი უკვე გარდაცვლილი იყო მაგ დროს)-მაიაკოვსკი თქვენ მოჰკალითო. და მერე განუმარტავს-საფურთხებლებზე აწერინეთ ლექსები და მაგას რომ მიხვდებოდა, ტავს მოიკლავდა, აბა რას იზამდაო.

გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. ექიმებმა ურჩიეს, კორსეტი ეტარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან მაინც არ უშველა და მერე მწერალთა კავშირის ექიმის რჩევით, საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად. მისი შვილის სიტყვებით, საფოს ოპერაცია გაუკეთეს თითქმის უანესთეზიოდ და საშინლად აწამეს. თვითონ საფო ყველაფერს მწერალთა კავშირის ექიმს აბრალებდა. ამის შემდეგ ის ახლობლებს ცოცხალი აღარ უნახავთ. ერთი-ორი დღის შემდეგ მეგობარმა- კატო მიქელაძემ მიაკითხა საავადმყოფოში. საფო პალატაში არ დაუხვდა. კატომ მთელი საავადმყოფო გადააბრუნა და მეგობარს პროზექტურაში მიაგნო..სხეულის ნახევარი მაგიდაზე ესვენა, ნახევარი-იატაკზე…

პს: საფო მგელაძე გრიგოლ რობაქიძეზე იყო უიმედოდ შეყვარებული.

ტექსტური და ფოტო მასალა მოძიებულია ინეტრნეტ სივრცეში.

Advertisements

3 thoughts on “ქართველი ჟორჟ სანდი – საფო მგელაძე

  1. არც მე ვიცოდი. აბა მოვნახო ერთი ბიბლიოთეკაში ლიანა ლორდია :დდდდ რა წიგნს დაატარებდა ესეთს ლადო ასათიანი 🙂

    • არასწორია, რომ საფოს 1-2 დღის შემდეგ მიაკითხა კატო მიქელაძემ, საფო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და მას თავზე ადგნენ დედ-მამა, ასევე მისი უახლოესი მეგობარი კატო მიქელაძე და შვილები, შუშანა და ნინო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s