მოგონებაჲ მებლოგეთა ეროვნული ყრილობისაჲ ქ.შ. 2011 წელი

ყრილობის რეგლამენტი

დღე პირველი;

საუცხოო სასტუმროში დავბინავდით, მართლაც არ მოველოდი ასეთ კარგ პირობებს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, პერსონალიც საკმაოდ ზრდილობიანი იყო, ალბათ სერვის+ ტრენინგებმა “ნაყოფი გამოიღო”. საკვებიც აღსანიშნავია, რომ გემრიელი და კარგი იყო.


რაც შეეეხება ყრილობის მაისურებს: ორგანიზატორებს შემდეგი წლისთვის ვურჩევ უფრო ნათელ ფერებში გააკეთონ და + ზომები გაითვალისწინონ 🙂 ყველა ვერ იქნება 2 XL ზომის. 🙂

გავიცანით ერთმანეთი (რეალურ ცხოვრებაში გაცნობას ვგულისხმობ თორე ვირტუალურად, ჩვენი ავატარები თითქმის ყველა ყველას იცნობდა). გეგმის მიხედვით გაცნობის მერმე წავედით სარფის განახლებული საბაჟო პუნქტიც მოვინახულეთ 🙂 მართლაც საინტერესოდ განახლებულა და უცნაური დიზაინის შენობაც დაგვხვდა, რომელიც პოსტ პოსტ პოსტ მოდერნისტურ სტილში არის აგებული 🙂 კონტროლის სისტემაზე ვერაფერს ვიტყვი რადაგანაც მართლაც გამარტივებულია და ყველაფერი უფრო სწრაფად ხდებოდა ვიდრე ეს მანამდე რამდენჯერმე ვნახე (ეს რაც მე დავინახე, ვნახოთ პირადი გამოცდილებით როგორ იქნება, გადავლახო საზღვარი და … ).

დღე მეორე;

გვიან ღამით შემოგვემატნენ ის ბლოგერები რომლებიც სამსახურის გამო დილით ვერ გამოგყვნენ. ღამის ფხიზლად გატარების შემდეგ, ნამდვილად არავის ჰქონდა სურვილი, მთელი 6 საათი პროექტების პრეზენტაციაზე მჯდარიყო, თანაც ისე, რომ ყურადღება არ მოედუნებინა, ხოდა ცოდვა გამხელილი სჯობსო 🙂 ზოგიერთი პროექტი ისეთი მოსაწყენი იყო, რომ ჩამთვლიმა კიდეც 🙂

ბევრი საინტერესო პროექტი იყო წარმოდგენილი, რამდენიმე უინტერესო და კონტექსტიდან ამოვარდნილი (ან მე მომეჩვენა ასე). საბოლოო ჯამში 25ივე პროექტის ავტორმა სერთიფიკატი მიიღო, სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ეს სერთიფიკატები რატომ დაგვირიგეს, არც ტრენინგები გაგვივლია რამე და არც რჩევა დარიგება მიგვიღია, ნუ თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი ჟიურის წევრის კრიტიკას და კომენტარს(რომელიც ხანდახან უბრალოდ ქილიკი მეჩვენებოდა და არა მარტო მე 🙂 ).

საოცრება იყო გზა რომელიც გავიარეთ ბათუმამდე, ჯერ ქართული პუნქტუალობით შევიკრიბეთ და გავემგზავრეთ, შემდეგ კი ბათუმის ახალ გახსნილი იუსტიციის სახლი დავათვალიერეთ.  ავღნიშნავ, საკმაოდ შთამბეჭდავი შენობაა და საკმაოდ ლამაზიც კი.

იუსტიციის სახლის შენობამ გამაოცა. შენობა იყო ადაპტირებული და აღჭურვილი, ისე რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შშმპ) არ გასჭირვებოდათ საჭირო სერვისის მიღება. რაც მთავარია სასიამოვნოდ გამიკვირდა როცა ვიკითხე, შაობდნენ თუ არა მათთან შშმ პირები? აღმოჩნდა, რომ 20მდე შშმ პირი არის დასაქმებული და სხვადასხვა თანამდებობები აქვთ დაკავებული.

იუსტიციის სახლის დათვალიერების შემდეგ კი, აქაც გაგვიმასპინძლდნენ, მსუბუქი ფურშეტით და შემდეგ უკვე იუსტ.სახლის ვერანდაზე შამპანურის დაგემოვნებით საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იუსტ. სახლის დათვალიერების შემდეგ შედგა ვახშამი. ვახშამზე აჭარის ა.რ. ტურიზმის დეპატამენტმა იზრუნა. სავახშმო ადგილი კარგად იყო შერჩეული, ბათუმის ყველაზე მაღალ ადგილზე, დასასვენებელ კომპლექს “სპუტნიკზე”, სამწუხაროდ რესტორანმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი “კაპრიზები”, ვახშამი მუსიკის გარეშე და დანა-ჩანგლის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და + დამსწრე საზოგადეობა შავ მასიურებში იყო გამოწყობილი, მოკლედ “ქელეხს” უფრო ჰგავდა, მაგრამ შემდეგ გამოსწორდა სიტუაცია და ქართული ესტრადის ჰანგებზე ვტკბებოდით “უგემრიელესი” კერძებით. 🙂

ვახშმის შემდეგ დავიძარით კვარიათისკენ, მაგრამ გვითხრეს, რომ რომელიღაცა (ვერ ვიხსენებ სახელ-გვარს) ჩინოვნიკმა ღამის კლუბში დაგვპატიჟა…

დღე მესამე;

დილით საუზმეზე თითქმის ყველას ვინც ღამის კლუბში იყო, გაუჭირდა რეგლამენტის დაცვა 08:30 – 9:30 საუზმეზე ვერ მოვიდა :). ისევ ქართული პუნქტუალობის დამსახურებით დაგვიანდა მაღალმთიან აჭარაში გასვლა. შევჩერდით მაღალმთიანი აჭარის, სოფელ საღორეთში. მასპინძლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩოხაში შემოსილმა დამკვრელებმა, მრავალჟამიერით მიგვაცილე სუფრაზე, სადაც რამდენიმე სართულად გაწყობილი უხვი სუფრა დაგხვდა, რომელიც ლოკალური კერძებით და სხვა სახის კერძებით იყო გაწყობილი.

თამადამ, ულამაზესი ქართული სუფრის ტრადიცია მხოლოდ რამდენიმე სადღეგრძელოთი შეინარჩუნა, შემდეგ კი, სასმელის მოხმარების ჩვეული მარაზმით დასრულდა.

ყველა სახის და ფორმის სასმისებით “ვისხამდით” ძალიან კარგ ღვინოს, რომელიც მასპინძელის ხელით იყო დაწურულ/დაყენებული, იშვიათი, ჩხავერის ყურძნის ჯიშის ღვინო.

ზემოთ ხსენებული ნადიმის შემდეგ გავემართეთ თბილისის გზას. გზას რომელიც 13 საათი გაგრძელდა, სოფელ ჯაპანას მახლობლად ავტობუსის გაგვიფუჭდა და დაახლოებით 2 საათი მოგვიწია ლოდინი სანამ გააკეთებდნენ. მძღოლმა საბედნიეროდ მოახერხა გაკეთება, მაგრამ ავტობუსის დატოვება მოუწიათ შედარებით “მძიმეწონიან” მგზავრებს (მართალია არაკორექტული იყო ეს საქციელი, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი ვერ დაიძვრებოდა) სამტრედიამდე 40კმ/საათში მივდიოდით, ვულკანიზაციაში საკმაოდ დიდი ხანი მოგვიწია შეკეთების ლოდინი.

გზაში შემოვლითი გზით მოგვიწია წასვლა, რადაგანაც მანამდე მომხდარი სტიქიის გამო რიკოთის გვირაბი დახურული იყო, ღამის 3 საათზე მოგვიწია ავტობუსის გამოცვლა და სხვა ავტობუსში გადავბარგდით და ასე გავაგრძელეთ სვლა თბილისამდე.

მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად სასიამოვნო დრო გავატარე და ბევრი კარგი რამეც გავიგე, ორგანიზატორებო დიდი მადლობა (!)

(არავის ვუძვრები *რაკში, ვწერ მხოლოდ იმას რაც მომეწონა და არ მომეწონა. იმედია FeedBack-ს ღირსეულად მიიღებენ)

 

 

 

18 thoughts on “მოგონებაჲ მებლოგეთა ეროვნული ყრილობისაჲ ქ.შ. 2011 წელი

  1. Lol, იმდენი თაგებია, რომ თავიდან ვერ მივხვდი რომ თაგებია და კომენტარი მეგონა რეზუმის სახით :-)))))))

    • კიდევ რაღაცეების დაწერა დამეზარა 🙂 მერმე არაკითხვადი იქნებოდა 🙂 😛

    • მაგ მასპინძელზეც მინდოდა დამეწერა რაცხა 🙂 მაგრამ შევიკავე თავი 😀

  2. წლევანდელი დიზაინის შავ ფერში გადატანა ჩემი იდეა იყო – ისევე როგორც წინა წლის ღონისძიების გადათეთრება 🙂 მე მგონია, რომ შავ ფონზე ლოგოტიპი უკეთ ჩანს, რაც ფოტოებითაც დასტურდება. კარგი, მომავალი წლისთვის რამე ნათელ ფერს მოვიფიქრებ 🙂

  3. კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს ბლოგზე.
    შენი პოსტის მერე, კიდევ ვერ მიხვდი, რაში მოგცეს სერთიფიკატი? 🙂

დატოვე კომენტარი