გავთანასწორდეთ (!)

ქალის და კაცის თანასწორობა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომელიც გულისხმობს ქალისა და კაცის თანაბარ მონაწილეობას, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში; ასევე, ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას; ორივე სქესის წარმომადგენელთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და დასაქმების თანაბარი პირობების შექმნას.

როგორც ვიცით, გენდერული როლები წარმოადგენს კონკრეტული საზოგადოების მიერ განსაზღვრული ქალისა და კაცის ქცევის ფორმებს, ნორმებსა და ღირებულებებს.სწორედ ეს გენდერული როლებია რომლებიც საქართველოში ქალს უქმნის უამრავ პრობლემას.

საქართველოში და ზოგადად კავკასიის რეგიონში, გენდერული გაბატონებულია სტერეოტიპები, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 8 ივლისის “ფემინისტური” აქციის მსვლელობისას. ისმოდა უწმაწური შეძახილები, ადამიანების ზიზღით აღსავსე მზერები, ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ქალებიც კი, კაცების პოზიციას იზიარებდნენ.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია (!) გედნერული თანასწორობა გულისხმობს ქალის და კაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ არა საქართველოში. არა, აქ ქალი გაიგივებულია დედასთან და მხოლოდ სახლის პერიმეტრში შეუძლია მოღვაწეობა, და ისიც, მხოლოდ სამზარეულოში ან სააბაზანოში.

2006 წლის 24 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფო გენდერული კონცეფცია. პარლამენტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა რელაურ პრიორიტეტს წარმოადგენს (!). მაგრამ ეს პრიორიტეტი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ხოლო ეს ქაღალდი ჩინოვნიკთა საწერ მაგიდებზე იმტვერება…

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ანტი-ფემინისტური პოსტი/სტატია დაიწერა, რაც ალბათ განპირობებულია იმ გაბოტონებული გენდერული სტერეოტიპებით, რომელიც ძირითადად კავკასიის ხალხებში გხვდება. საუბარია იმ დაუწერელ კანონებზე რომელიც ქალს და კაცს არგებს როლებს. თავს მოხვეული შეხედულება ქალისა და კაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ, ანუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან კაცი ამა თუ იმ სიტუაციაში და საზოგადოებაში.

ბოლოს სასაცილო, მაგრამ ალბათ უფრო სატირალ ამბავს მოგახსენებთ, თსუ-ს ერთერთი სტუდენტი გოგონ (რომელსაც გაეროს დაფინანსებით გავლლი აქვს გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგები) წერს გასაოცარ კომენტარს “ქალი, რომელიც ითხოვს კაცთან გათანასწორებას და ირძვის ამ უფლებებისთვის გასაგებია, მაგრამ კაცი?! კაცი რომელიც ქალტან გათანასწორებას მოითხოვს ის …!”
კომენტარები და შეფასება თქვენთვის მომინდია 🙂

 

6 thoughts on “გავთანასწორდეთ (!)

  1. 1. ჩემი ხედვით, თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა ერთია და ფემინიზმი და ყველანაირი ‘ზმი’ მეორე. პირველი კონსტრუქციული და აზრიანია და მეორე ლუზერულ-რადიკალისტური;

    2. “”წერს გასაოცარ კომენტარს “ქალი, რომელიც ითხოვს კაცთან გათანასწორებას და ირძვის ამ უფლებებისთვის გასაგებია, მაგრამ კაცი?! კაცი რომელიც ქალტან გათანასწორებას მოითხოვს ის …!”””
    ამაზე ერთი მაგალითი გამახსენდა – კოდორში თუ რომელიღაც სხვა ხეობაში შევარდნაძის დროს უშიშროება რომ შევიდა და სახლებიდან იარაღი ამოიღო, ქალებიც იყვნენ გამოსულები და ტელევიზიასთან ინტერვიუებში აღშფოთებულები აპროტესტებდნენ: “აქ გენაცვალე ყოველთვის საჭირო იყო და საჭირო იქნება იარაღი!” – ყოველთვის ვაფასებდი ქალების ბუნებრივ მიდრეკილებას მსოფლიო მშვიდობის მიმართ და მაგ სიუჟეტმა ძალიან შემაშფოთა : ))

    • თორნიკე, გეთანხმები არაფერი მომწონს რასაც იზმი ან ისტი ურევია, მეგობრები ხანდახან ხუმრობით იზმოფობსაც მეძახიან. 😀

      რაც შეეხება იმ ქალებს ალბათ ასეთი ლოგიკა აქვთ, გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის :არმახსოვსავტორი: ::D

  2. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს საკითხი, როგორც ბევრი სხვა, ძალიან პრობლემურია. თუ სხვა ქვეყნებში ფემინისტური ძვრები წლების წინ დაიწყო, ჩვენთან ეხლა მოვეგეთ გონს და მოგვინდა თანასწორობა, ისიც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს. როგორ უნდა იფიქრო პროგრესსა და დემოკრატიაზე, როცა ქალების დიდი ნაწილი თვლის, რომ : “ზოგი ქალი ღირსია ცემის და თუ სიტყვით ვერ გააგებინებ აბა რა უნდა ქნა?!” ან კიდევ “თუ ცემა ანუ დაიმსახურა, ნუ დაიმსახურება და აღარ ცემდა”. ფემინიზმი სხვა არაფერია თუ არა მოძრაობა, რათა გ ა თ ა ნ ა ს წ რ ო რ დ ე ს უფლებები და ბოლო მოეღოს ქალების დისკრიმინაციას და ძალადობას, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ქალის უფლებებისთვის მებრძოლები ჯერ კიდევ შინაბერა, გაუთხოვარი და გაბოროტებული ადამიანები გონიათ….

    • აქციის მსვლელობისას მხოლოდ უცხოელები თუ გვეთანმებოდნენ და თითო-ოროლა ქართველლი
      ბევრ რამეს ქართველობა ვერ იგებს როგორც საჭიროა, ბრმად მიღება რომ დამღუპველია მაგას ვერ ხვდება ჯერ და ამ დღეებში რაც ხდება ჩვენს თავს ეგეც მაგალითია :((((

დატოვე კომენტარი