17 მაისის აქცია და ერთი სტატუსი

მინდა შენი ყურადღება მივიქციო, როგორც 17 მაისის აქციის (და არა გეი აღლუმის!) თანაორგანიზატორი.
შენი მეგობრის სტატუსი არის აბსოლუტურად ყალბი, რატომ?
იმიტომ, რომ 17 მაისს, 7 ავტობუსი და 1 მიკროავტობუსი გაემართა თავისუფლების მოედნიდან და არც ერთი აქციის მონაწილე არ დარჩენილა ადგილზე. ევაკუაციის პროცესს თავად ვაკვირდებოდი და თამამად შემიძლია გითხრა, რომ ვინმე გიორგი მაჭარაძე – აფერისტია!

ფოტოებს იღებდნენ, რომ შემდეგ სოც.ქსელებში დაედოთ და ამით თავი გაეპიარებინათ ხო? მანახე ერთი ფოტო მაინც სადაც დაზარალებული 17 მაისის აქციის მონაწილეა, მანახე ერთი ისეთი კადრი, სადაც დასასისხლიანებული აქციის მონაწილე ჩანს. კიდევ ერთი უზუსტობა, სწორედ მაგ მომენტშ სანაპიროს, კერძოდ კი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია საპატრულო პოლლიციას გადაკეტილი ჰქონდა, თუ არ დაიჯერებ ჩემს სიტყვებს, ამის უამრავი ვიდეო მტკიცებულება არსებობს!

არასამთავროებების გრანტების კონტროლს, რომელიც თქვენი საქმე სულაც არ არის, აჯობებს სახელმწიფო ხარჯების კნტროლი გასწიოთ რომელიც პირდაპირი მოვალეობაა, როგორც ამ ქვეყნის მოქალქისა!

რაც შეეხება შენს კითხვებს, გიპასუხებ და იმედია ანალიზის უნარი გაქვს და გაიაზრებ.

01) საქართველოში ეკრძალებათ თანაცხოვრება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს?! – ოჯახიდან როდესაც აგდებენ ორიენტაციის გამო, როდესაც ნათესაობა კვეთს განსხვებულობის გამო და როდესაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 80% (გაეცანი ბოლო კვლელევბს ამ თემაზე და, მერე ჩამოაყალიბე ასეთი ბრძნული პასუხები) არ უნდა გეი მეზობელი ჰყავდეს, არაადეკვატურია ასეთი კითხვის დასმა, ან ინფორმაციის უქონლობის გამო ხდება.

03) კანონის წინაშე თანაბარნი ვართ ჩვენ და ისინი? – კანონის წინაშე რომ ყველა თანასწორი არ ვართ, ეს გამოჩნდა 17 მაისის აქციაზე, როდესაც კანონი/კონსტიტუცია კი არ იყო უზენაესი, არამედ ვიღაცის მორალისტური მიდგომები!

04) აქვთ თუ არა იგივე ეკონომიკური, კონსტიტუციური და რიგი სოციალური უფლებები, როგორც ჩვენ? (ოჯახის შექმნის უფლებას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) – არა! იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ჰეტეროსექსუალს კანოი იცავს, ხოლო ლგბტ მოქალაქეს არა, ისეთ შემთხვევებს ვგულისხმობ როგორიც არის მემკვიდრეობის უფლება, პარტნიორის მონახულება საავამდყოფოში, სისხლის დონაციის უფლება და ა.შ. გაგრძლეება კიდევ შეიძლება. წესით, რადგანაც ამ თემით დაინტერესდი უნდა მოგეძიებინა კიდეც ამ საკითხზე ბევრი ინფორმაცია დევს ნეტში.

გასულ წლებში, რამდენიმე ლგბტ აქცია ჩატარდა(თუ არ ვცდები 25მდე), პირველი საჯარო აქციის ორგანიზატორი მე გახლავარ, 2011 წელს კაცისშვილს არ გამოუხატავს პროტესტი ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მედია დაფარვაც იყო და სოც.აქტივობაც. იმაზე მეტი “პროპაგანდა” და “რეკლამა” რაც ეკლესიამ გასწია ვის შეეძლო გაეკეთებინა? სწორდ ეკლესიამ მოახდინა სიძულვილის მობილიზება. დარბევამდე რამდენი წუთით ადრე “მეუფე” იაკობმა ჩემი თანდასწრებით თქვა, “ამათ სისხლს დავღვრით” ამის ვიდეოც არსებობს! მაგრამ პოლიციას ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ სიტუაციას გააკონტროლებდა …

ეს აქცია, როგორც მას ბევრი იმბეცილი აღლუმს უწოდებს, უნდა გაგრძელებულიყო 30 წუთს, სადაც 20 წუთი იქნებოდა მდუმარე აქცია, ტრანსპარანტებით ხელში. ხოლო 10 წუთი ცისარტყლეას ფლეშმობი, თუმცა ვნახეთ რომ სიძულვილის აღლუმი ჩატარდა, თანაც ქრისტეს სახელით იდევნებოდა ხალხი.

შენი სწავლება ნამდვილად არ მჭირდება ეპისტოლეებისა და საღვთო წერილის განმარტებებში, რელიგიათმცოდნე ვარ და შესაბამისად შემიძლია შენი მითითების გარეშე გამოვიტანო დასკვნები და ასევე შენს დაუხმარებლად შევუხამო კონკრეტულ სიტუაციას.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად ყველაფრის შენს პოსტში უხვად გვხვდება სიძულვილის ენა, კარგი იქნება თუ შენს მეგობრებს ან ნაცნობებს მაინც სცემ პატივს რომლებიც განსხვავებული სექსუალობისა არიან.

პს: ეკლესიამ კი ნამდვილად გასწია საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ გაურკვეველი წარმომავლობისა და განათლების ადამიანების დამსახრურებაა, რომელიც მის წიაღში ბუდობს და ქორობს თუმცა სეკულარულ სამყაროში ეკლესიის სისუსტე მის ძალას უფრო გაზრდის, რადგანაც ეკლესია სწორედ მაშნ იყო ძიერო როდესაც მას სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, გაიხსენეთ მილანის ედიქტი და 313 წელი…

2 thoughts on “17 მაისის აქცია და ერთი სტატუსი

  1. კარგი პასუხია!
    ყველაზე უარესი ის არის, რომ პრობლემის არსში გარკვევის ნაცვლად — ვგულისხმობ ჰომოსექსუალების რეალურ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.– აკვიატებულ მოსაზრებებს ავრცელებენ და ცდილობენ სხვაც დააჯერონ..

    • საერთოდაც, ეს პასუხი მის ბლოგზე დავწერე, თუმცა დღემდე არ დაუდია კომენატარი (Your comment is awaiting moderation. June 2, 2013 at 4:14 am) ხოდა “გადმოვბლოგე” და ისე გავეცი პასუხი 🙂

დატოვე კომენტარი