ძეგლი, რომელიც იყო და აღარ იქნება

ფოტო - დმ. შუბლაძე

ფოტო – დმ. შუბლაძე

მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე მომენახულებინა სამონასტრო კომპლექსი “დავითგარეჯა” ბუნება მართლაც ძალიან ლამაზია და სანამ მივედით ლავრამდე საკმაოდ საინტერესო ლანდშაფტის გავლა მოგვიხდა, ერთი კი მიკვირდა ნახევრად უდაბნო რატომ არის ეს ტერიოტრია თუ სულ მწვანეა ყველაფერი. მაგრამ შემდეგ ვნახე ის რასაც, გირჩევთ რომ ყველამ ნახოთ და მხოლოდ ფოტოების თავლიერებით არ დაჯერდეთ.  Continue reading

ერთი დღე უფლისციხეში

ფოტო: დიტო თედიაშვილი

ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ ერთი ვიცი ზუსტად. სკოლაში სწავლის პერიოდში საკმაოდ ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე, სხვადასხვა საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. მიუხედავად საშინელი გზებისა და დაუცველი ძეგლებისა, მაინც სასიამოვნოთ მახსენდება ის დრო, რომელიც თანაკლასელებთან ერთად გავატარეთ ექსკურსიებში, საქართველოს ისტორიული ძეგლების მონახულებისას.

მაშინ, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ისტორიული ძეგლების მახლობლად დახვავებული ნაგვის ხილვა. მასწავლებელი როდესაც გვიხსნიდა თუ რაოდენ მოსაფრთხილებელია უფლისციხის ძეგლი და ა.შ. უნებლიედ ძირს ვიყურებოდი, სადაც: პლასტმასის, თუნუქის და გატეხილი მინის ქილები ეყარა. ექსკურსიის დროს,  კომლექსის გარშემო დალაგებაც კი მოვახერხეთ.  მოსწავლეები კი საოცრად ამაყები და კმაყოფილები ვიყავით, რადგანაც ჩვენი მასწავლებლის შექება დავიმსახურეთ. Continue reading

მოგზაურობა სომხეთში

ალბათ მართალია გამოთქმა, რაც გაქვს იმას დააფასებ მაშინ როდესაც “წაგერთმევა” სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც საქართველოს, სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი გადავკვეთე. გაოგნებული დავრჩი, რადგანაც არ მეგონა, რომ ასეთი სხვაობა დამხვდებოდა. მიუახლოვდი თუ არა სომხეთის გამშვებ პუნქტს ძველი და კიდევ კარგად შემონახული საბჭოური დიზაინის აქრიტექტურა დამხვდა. მესაზღვრესთან საუბრის დროს, მისი სამუშაო “კაბინეტიდან”, სიომ, ძველი საბუთების და დოკუმენტების სუნი მოიტანა, აი სწორედ ისეთი ბიბლიოთეკებში რომ დაგხვდებათ, ან არქივში. ცა და მიწასავით განსხვავდებოდა ქართული გამშვები პუნქტი სომხეთის პუნქტისგან. Continue reading