ციკლიდან ქართული ტრადიციები

პანაშვიდი/ქელეხი/ორმოცი

ზოგადად თემა “ქართული ტრადიცია” უკვე გადაღეჭილია და ძირითად “ქალიშვილობის” და “ძველბიჭობის”  ინსტიტუტებს ეხება, მაგრამ არის საკითხები რომლებსაც არავინ ეხება, ასეთია მაგალითად პანაშვიდის და გასვენების რიტუალი. ამ რამდენიმე კვირის წინ გარდამეცვალა ბებია და სამწუხაროდ გადავაწყდი იმდენ გაუგებარ სიტუაციას, რომ არ ვიცოდი რა მექნა.

რა თქმა უნდა ადამიანის გარდაცვალება საოცარი ტრაგედიაა, ეს ტრაგედია კი, ორმაგდება თუ ის შენი ახლობელი ადამიანია. დავკარგე ბებია – ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარდა, ის იყო ჩემი გამზრდელი ბებია, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. ეს ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა მე, აბსოლუტურ კომფორტში მეგრძნო თავი. მიუხედავად 90-იან წლების ძნელბედობის ჟამისა, თვითონ იკლებდა და ჩვენ შვილისშვილებს დაგვფოფინებდა. ბებიას ექვსი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე, ყველაზე საყვარელი ვიყავი და შესაბამისად მისი ყურადღების დიდი ნაწილი, სწორედ  მე მერგო.

მიცვალებულის გაპატიოსნების პროცედურას თანსდევდა უამრავი წარმართულ მართლმადიდებლური ტრადიციების ნაზავი, რომელიც საბოლოოდ “ქრისტიანულად” გასაღდა.

მინდა დავყო ორ პუნქტად:

პირველი – საინტერესო და უცნაურია, ადამიანებს კერძოდ კი ნათესაობას, ის კი არ აწუხებდათ, რომ ადამიანი დაიღუპა არამედ, ხალხი რას იფიქრებს? როგორი “ქელეხი” იქნება?  პანაშვიდზე მოსულები როგორ სახლში შემოვიდოდნენ?  ასე მაგალითად ნათესაობას ვეჩხუბე, როდესაც ისინი საპანაშვიდე ოთახში რემონტის გაკეთების მოთხოვნით ან კიდევ, ახალი ჭაღის დაკიდების მოწოდებით გამოდიოდნენ. გარდაცვალების პირველსავე დღიდან იმაზე ზრუნვა, თუ ვინ იქნება და რამდენი იქნებია ქელეხში,  რა საჭმელი იდება მაგიდაზე და ასე შემდეგ.

ერთი შეხედვით ამ ყველაფერს მიცვალებულთან და გლოვასთან საერთო არაფერი აქვს, უფრო ქორწილს მაგონებს. იმ სუტუაცია უფრო ჰგავს წვეულებაზე სტუმრების დაპურებაზე როცა ფიქრობს მასპინძელი, მაგრამ “ქელეხში”?!

არ ვუარყოფ რომ ადამიანების გამასპინძლება საჭიროა, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს, გამართლებულად მიმაჩნია მაგალითად სოფელში სატირალში ჩასული ქალაქელები, რომ უნდა დააპურო, რადაგანაც ისინი ნამგზავრები და შორი გზიდან მომავალნი არიან, მაგრამ რატომ აქ? ქალაქში? სადაც თითქმის მეზობლად ცხოვრობს ყველა(!)

მეორე – გაუთავებელი ფსევდოტრაციები; რამდენი სანთელი უნდა ენთოს მიცვალებულთან? კუბოსთან ტაბლა გაიშალოს თუ არა? (ვგულისხმობ ღვინოს, ტკბილეულს და სხვა რამეებს) იკითხავ რამეს და გადმოგხედავენ გეგონება ურჯულო და გადამთიელი იყო. პასუხი არც ერთ კითხვაზე არ აქვთ, ეს ესე უნდა იყოს ესე დაგვიბარეს წინაპრებმა. მაოცებს ხალხის ასე გულუბრყვილო რწმენა რაღაც სისულელეებში, რატომ ვირთულებთ ცხოვრებას როდესაც შესაძლებელია უფრო მარტივად მოხდეს ყველაფერი?!

კუბოში მიცვალებულს ლამის მთელ “გარდეროფს” ატანენ, აი ისე როგორც ყორღანულ სამარხებში იყო, დიდგვაროვანს მის საკუთარ ცხენსაც რომ ატანდნენ. მერე კიდევ დამიწყებენ ქრისტიანობაზე საუბარს, სწორედ ერთ ერთი ასეთი შეპასუხებისას გავბრაზდი და დამსწრე საზოგადოებას “მრევლისტებს” (ეს ის ხალხია ვინ იცის რომ უბრალოდ უნდა აგააკეთოს გარკვეული ლიტურგიკული ქმედებები, მაგრამ აზრს არ/ვერ ატანენ და უბრალოდ გაუაზრებლად აკეთებენ) თქვენ ხართ წარმართი მართლამადიდებლები.

საოცარია ეკლესიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება მაგრამ არსადაა ისეთი ტიპის სამღვდელოება რომელიც ასწავლის  და განასხვავებინებს “მრევლს” რა არის ქრისტიანობა. როდესაც მავანნი ქრისტიანულ წესებს უწოდებენ ტრადიციებს. ვბრაზდები, საოცრად ვბრაზდები რათგანაც ადამიანებს უმეცრება ისე უბინდავს ტვინს, რომ მართლის და ტყუილის გარჩევა უძნელდებათ, ამ ყველაფრის გაპროტესტების შემდეგ კი რა თქმა უნდა ანტიქრისტედ გრაცხავენ.

როდესაც ცდილობ აუხსნა, რომ ტრადიცია არის ძველი ადათის გაუაზრებელი გადათამაშება ყოველდღიურობაში, აი ისე პავლოვის ძაღლს რომ ჰქონდა რეფლექსი, შუქის ანთებაზე ნერწყვის დენა. გაუაზრებლად თვითონ კლავენ ქრისტიანობას, რომელიც ცოცხალზე ცოცხალია, დარწმუნებული ვარ და მჯერავს, რომ ქრისტეს ან მის მოციქულებს სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული, მრევლის ზომბებად ქცევა და ქრისტიანობის რეფლექსურ ინერციაზე მიშვება. მერე გამოვა რომელიმე “თავდადებულ-მამულიშვილ-პატრიოტი” და იტყვის: აი! ტრადიციებს გვართმევენ და ქართველობას გვართმევენ! ესაა ტრადიცია და ქართველობა?!

ამ ფსევდოტრაციებს რომ შევეშვა, ყველაზე გულსატკენი ჩემთვის იყო დატირება. როდესაც შაოსნებისგან მოშორებით “კაცების ადგილი” მომიჩინეს და ხელის ჩამოსართმევად დამაყენს, სწორედ მაშინ მიხვდი რა იდიოტობაა ეს “კაცის გენდერული როლი”.

ცალკე ფენომენია დამკვრელები გასვენებაში. რადაგანაც ბებიაჩემი ძველი თაობის ადმიანი იყო, დაბარებული ჰქონდა ზურნა-დუდუკი გასვენებაში, რა თქმა უნდა ჩვენს შევუსრულეთ ეს თხოვნა. “მუსიკოსების” ისეთი რეპერტუარი ჰქონდათ შერჩეული, რომ გული მოგიკვდებოდა, და თუ არ იტირებდი ბოღმა დაგახჩობდა. მეც ემოციებს ავყევი და ავქვითინდი როგორც პატარა ბავშვი, ამას კიდევ უფრო გასაოცარი რეაქცია მოჰყვა დამსწრე საზოგადოებისგან, რამდენიმე ნათესავმა შენიშნა ჩემი ზლუქუნი და უმალვე მომიახლოვდა და მითხრა “გადი გვერდით დაწყანრდი და ისე ეჩვენე ხალხს, სირცხვილია რას იფიქრებენ?!”

როგორ შეიძლება კაცმა იტიროს? მერე რა თუ მისი საყვარელი ადამიანი კვდება? არ შეიძლება თურმე კაცმა გამოიჩინოს სისუსტე, ტირილი სისუსტის ნიშანი ყოფილა და ის კაცს არ შეჰფერის. რაზეც ჩემი პასუხი იყო “მოგი**ანთ გენდერული როლები!”

როდემდე უნდა იყოს სხვისი აზრი ჩვენს საკუთარ აზრზე მაღლა? რატომ უნდა ვმალავდე საკუთარ გრძნობებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ეს არ ესიამოვნება?

პ.ს. აქვე, დამკვრელების ერთ-ერთ ტრეკს დავდებ:


15 thoughts on “ციკლიდან ქართული ტრადიციები

  1. კარგი პოსტი იყო ნამდვილად 🙂

    ფსევდოტრადიციები და რიტუალები და დანარჩენი უბედურებები რატომღაც “ვერდო ლარად” გვაქვს, და ძირითდი და მნშნველოვანი გვავიწყდება….

  2. mdaa, zalian samtsuxaroa, rac tsavikitxe:((( gamigonia mec rom maseti ragaceebi xdeba panashvidze, magram me piradad arasodes vyopilvar monatsile. mec exlaxans gardamecvala babua, romelic zalian miyvarda da shens asaxultan zalian shors iyo iq yvelaperi. kidev ertxel minda gitxra rom zalian vtsuxvar, radgan sheni asaxuli adamianis girsebas ar sheepereba aranairad!

    • მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადაგანაც ეს პოსტი შემთხვევით ჩემებმა წაიკითხეს 🙂 რომლებმაც შემდეგ თქვეს რომ წლისთავზე იქნება მხოლოდ ისე როგორც საჭიროა, ყოველგვარი ზედმეტობების გარშე …

  3. მეც ძალიან ნერვებს მიშლის ეგ ყველაფერი, თუმცა მე თვითონ დავდიოდი ყველა წვრილმანის მოსაგვარებლად, როცა ჩემი ბებია გარდაიცვალა, ქელეხის სუფრის, მენიუს, სასახლის ფერის და ყველაფრის შესარჩევად და გადასაწყვეტად. გარკვეულწილად ამაზე გადართვა ჭირისუფალს ტკივილს უმსუბუქებს, ავიწყებს, თუმცა ეს შენს მიერ აღწერილი უკიდურესობაში გადავარდნები ძალიან ხშირია და ძალიან ზედმეტია.

    ბებიას პანაშვიდი საკმაოდ პატარა ოთახში იყო და ყვავილები ბოლოს ყველა კვადრატულს სანტიმეტრზე ელაგა. დავიწყე ზედმეტი შესაფუთი ნაჭრების და ქაღალდების შემოხსნა და ცალკე ტომარაში ჩატენვა. უცებ მკაცრი სახით მომვარდა ახლო ნათესავი (მოხუცი) და მეუბნება რომ ასე არ შეიძლება? რატომ-მეთქი? აი იმიტომ რომ არავინ არ ხსნის ყვავილებს პარკებს (პარკებს!) და შენც ისე უნდა დატოვოო. ჩემი ბებიაა და მის პანაშვიდზე როგორც მინდა ისე დავალაგებ ყვავილებს და სხვა ვინ რას აკეთებს საერთოდ არ მაინტერესებს და შემეშვითქო. გაიბუტა და წავიდა. ყვავილიც ვერ დაგიდია ისე, როგორც გინდა.

    ჰო, მერე, ბაბუა ქუთაისშია დაკრძალული მაგრამ ბებია აქ დავკრძალეთ, მამაჩემის გვერდზე (ანუ სიძე-სიდედრი). გარდაცვალების წუთიდან ეს საკითხი კითხვის ნიშნის გარეშე იყო გადაწყვეტილი, ყველანი აქ ვართ, ბაბუაჩემის საფლავი 12 წელია არ მინახავს და იქ წასვენება სრული უაზრობა იყო. უცებ სიტყვით გამოდის ახლობელი, იცით რა, მოდი ჯერ შენებს (ანუ მამაჩემის დედმამიშვილებს და მათ შვილებს) დაეკითხეთ და შეუთანხმეთო. აი იქ უნდა გენახა ჩემი ტონი, ცხოვრებაში რომ არ მიმიმართავს იმ ახლობლისთვის (ძალიან დიდ პატივს ვცემ, უახლოესი ადამიანია, თან 2 ჩემხელა კაცია), ისეთი სახით და ტექსტით გავაგებინე რომ ბებიაც ჩემია და მამაც და ჩემი ოჯახის საქმე სხვას საერთოდ არ ეკითხება. მეტიც არ მინდა ვინმემ გაბედოს და ამ თემაზე კრინტი დაძრასთქო. (მითუმეტეს რომ სიძე-სიდედრის ცნობილი ანეკდოტები ჩვენს ოჯახში სრულიად არარელევანტური იყო და იდეალურად ეწყობოდნენ ერთმანეთს). რა თქმა უნდა არც არავის გაუბედავს სიტყვის თქმა და ზურგს უკან რა თქვეს, ძალიან არ მაინტერესებს.

    ასეთი კიდევ რამდენი. და ამას ნამდვილად არ უნდა ვეძახდეთ შესანარჩუნებელ ტრადიციას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრ იდიოტურ წვრილმანზე ყურადღების გადატანა ხანდახან ჭირისუფალს უმსუბუქებს ტკივილს.

    • ხო ზუსტად მასე მომივიდა მეც, ბევრი ნათესავ/ახლობელი “გადავიმტერე და ანტიქრისტედ შემრაცხეს, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს :((( ნუ ახლა წლისთავზე დეიდები და ოჯახის ახლობლები კი დამპირდნენ, რომ ამ უაზრო “ტრადიციების” გარეშე ჩAივლიდა ეს ყველაფერი …. ვნახოთ რა და როგორ მოხდება

  4. ეს ჩვევა მემგონი ყელში ამოუვიდა სუყველას, მითუმეტეს ჩვენ თაობას(22 წლის ვარ) და აღარ იქნება ძალიან მალე ამაში დარწმუნებული ვარ. ისე არც ჩვენი მშობლების თაობას მოსწონთ მაინდამაინც, მეც გარდამეცვალა ბებია 2 თვის წინ და როცა დავიწყე გატრაკება დამეთანხმნენ ყველაფერში, მაგრამ მაინც გააკეთეს ქელეხი, ხალხი რას იტყვისო. მე კიდე სულ ფეხზე მკიდია რას იფიქრებს გონება შეზღუდულ ადამიანთა ჯგუფი ჩემზე, ასეთმა ხალხმა ჯობია ცუდი იფიქროს, უფრო მესიამოვნება რო მათ მოსაწონს არაფერს ვაკეთებ(დაკრძალვაზე ჩავედი მარტო, სულ 2 საათი გავჩერდი და წამოვედი). ისე ძალიან მაინტერესებს საიდან წარმოიშვა ეს მავნე ჩვევა და თუ იცით ვინმე იქნებ დაწეროთ. ეკლესიურად მე რამდენადაც ვიცი საკურთხი უნდა გააკეთო და მორჩა. არავითარ ქელეხებს და ხალხის დაპატიჟებებს და 3 ჭიქის მერე ღრეობებს ჩვენი სარწმუნოება არ ცნობს. მორწმუნეები რომ ჰგონიათ თავი ნახევარზე მეტს ბიბლიაც კი არა აქვს წაკითხული, გამოვარდებიან მერე ასეთი ფარისევლები და ამბობენ სარწმუნოებას გვართმევენო, რაც არ გაქვს იმას ვერავინ წაგართმევს. და ვისაც წამს კიდე იმას ვერავითარი ძალა ვერ წაართმევს სარწმუნოებას( აბო ტფილელი, შუშანიკი, 100 000 მოწამე და ა შ სიცოცხლე გაიღეს და მაინც არ დათმეს რწმენა. დღეს კიდე თურმე რახან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს სხვა კონფესიებსაც დავქცეულვართ. კარგით რა ხალხო, გვეყოფა რა ეს ქვევრში ჯდომა, ცოტა გამოვფხიზლდეთ, ცოტა მეტი ვიკითხოთ და განვვითარდეთ ცოტა, მე არ მინდა ზომბივით ცხოვრება და თავს მაინც ნუ მომახვევს ვინმე და ნუ გამომლანძღავს ამისთვის

  5. მართალს ღაღადებ ჩემო დავით : ) მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ რომ აღმოვჩენილვარ, მაგიტომაცაა რომ გასვენებებში და ა.შ. აღარ დავდივარ. უაზრო რიტუალები და ყალბი მწუხარე სახეები ადვილი ასატანი არ არის.

    • მე აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი სატირალში ან სხვა ეგეთ “მისასვლელში”, მაგრამ ახლა ბებოს მერე, როგორც ამიხსნე ოჯახის წევრებმა “ვალში” ვარ იმ ადამიანებთან ვინც დამაფასეს და მოვიდნენ …

      პ.ს. მაგარი ვაშლუკა გაქვს :*

  6. ცალკე ფენომენია დამკვრელები გასვენებაში. რადაგანაც ბებიაჩემი ძველი თაობის ადმიანი იყო, დაბარებული ჰქონდა ზურნა-დუდუკი გასვენებაში, რა თქმა უნდა ჩვენს შევუსრულეთ ეს თხოვნა. “მუსიკოსების” ისეთი რეპერტუარი ჰქონდათ შერჩეული, რომ გული მოგიკვდებოდა, და თუ არ იტირებდი ბოღმა დაგახჩობდა. მეც ემოციებს ავყევი და ავქვითინდი როგორც პატარა ბავშვი, ამას კიდევ უფრო გასაოცარი რეაქცია მოჰყვა დამსწრე საზოგადოებისგან, რამდენიმე ნათესავმა შენიშნა ჩემი ზლუქუნი და უმალვე მომიახლოვდა და მითხრა ”გადი გვერდით დაწყანრდი და ისე ეჩვენე ხალხს, სირცხვილია რას იფიქრებენ?!”===========================—=========მოგესალმებით ბატონო თემის ავტორო.რამდენადაც მე იქ ვიყავი იმ დღეებსი ბებიათქვენი რომ გარდაიცვალა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ მატყუარა ხართ ჯერ ერთი არავის არ უთქვამს თქვენტვის სირცხვილია ბიჭო ნუ ტირიხარო. მეორე იმას რატომ არ წერ ჩემო ბატონო მუსიკოსების დაქირავებაზე რომ წავიდა საუბარი არ დავასახელებ და თქვენმა ერთ ერთმა ახლო ნათესავმა შემოგთავაზათ მოდი ბებოს უყვარდა დუდუკები და მოვიკვანოთ მედუდუკეებიო და რომ გთხოვა 30 –30 ლარი დავდოთო ყველა შვილისშვილებმაო გაიგიჯე თავი და რაამბავია 30 ლარიო მე (კაპიკს) არ დავდებო? და მარტლაც 1 თეთრი არ დაგიდია და შენმა ახლო ნათესავმა აიგო და 120 ლარი გადაუხადა დამკვრელებს? აკ ტანხაზე არაა საუბარი ვინ რა დადო მაგი არაა მთავარი მაგრამ ეს თქვენი სტატია რომ ცავიკიტხე ძალიან გავბრაზდი და არ უნდა იკო ადამიანი ასეტი უმადური მითუმეტეს მატყუარა. არ გრცხვენია იმის მერე რომ 30 ლარი ვერ გაიმეტე გამზრდელი ბებიისათვის იმ ადამიანების შეურაცყოპა ვინც გულით და სულით დაიტირა ბებიაშენი ლიდა? რა შეუსრულე ბებიაშენს მითხარი ერთი აბა? გადაყოლილი იყო შენზე და შენ და ერთმა ქალბატონმა ლოგინზე მიაბით სიკვდილამდე 3 –4 დღით ადრე და შენ ვიზე რას ამბობ? ან რა ტრადიციებზე ლაპარაკობ ადამიანი რომელსაც არ გაგაჩნია არანაირი ტრადიცია და კველაპერს უარკოფ რაც ჩვენმა ცინაპრებმა დაგვიტოვეს . იმედია მიხვდი ვინც ვარ.

    • ნეტავ ეს ცილისმწამებელი ”არამკითხე მოამბე” ვინ არის? მხოლოდ ლოოლ-ით შემოვიფარგლები 🙂 აბსურდია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება 🙂 რადგანაც წესი არ მაქვს ლაჩრებს და ინკოგნიტორბს რამე სერიოზული პასუხი გავცე 🙂 და მეტიც როცა სიმართლეს არ შეესაბამება ზემოთ გამოთქმული მარაზმი :შ

დატოვე კომენტარი